რამდენიმე წლიანი დაძაბული ურთიერთობების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში გაიმართება.

დასავლეთში ამბობენ,რომ ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილება მართლაც,რომ საყურადღებო და მნიშვნელოვანია. კორეა 1950-53 წლებში გაიყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად და დღემდე ქვეყნებს შორის  კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციაა. ეს დაძაბულობა დანარჩენ მსოფლიოზეც გადადის,რაც გამოიხატა 2017 წელს, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული საცდელი რაკეტების რაოდენობით. ექსპერტები ფიქრობენ,რომ  იმ შემთხვევაში თუ 2018 წელსაც მოვლენები ამგვარი სცენარით განვითარდებოდა გარდაუვალი იქნებოდა  რამდენიმე წელში ომი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის.

ჩრდილოეთ კორეის ახალი გადაწყვეტილება მშვიდობის იმედს აჩენს არამხოლოდ სამხრეთ კორეასთან, არამედ აშშ-სთანაც. თუმცა ბუნებრივია, ამ მოვლენას უბრალოდ მოცემულობად არ იღებენ აშშ-ში და ბევრ კითხვებსაც სვამენ. მაგალითად, არის თუ არა ჩრდილოეთ კორეის ეს ნაბიჯი დიპლომატიური ხაფანგი? პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. კიმ ჩენ ინის საახალწლო სიტყვით გამოსვლაში გაჟღერებულმა ინფორმაციამ ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი კიმ ჩენ ინისგან სანაცვლოდ „რაიმეს მიღებას“ ელოდება, ნაწილისთვის კი ბუნებრივი და გასაგებია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება.

სამხრეთ კორეაში ამბობენ,რომ ჩრდილოეთ კორეის ეს გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი. მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ იგრძნო მისი უსუსურობა გაერთიანებული სამხრეთ კორეისა და აშშ-ს სამხედრო და პოლიტიკურ ძალის წინაშე.

ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა ოფიციალურად უკვე დადასტურებულია. მხარეებს შორის შეხვედრა სამხრეთ კორეის მხარეს, მშვიდობის სახლში გაიმართა. პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეა ფიგურული სრიალით წარსდგება. ქვეყანას ზამთრის XXIII თამაშების მხოლოდ ერთი, ფიგურული სრიალის ლიცენზია აქვს მოპოვებული. სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა თევერვლის თვეში დაიწყება.

ნათია კეკენაძე

 

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები