“მაიკროსოფტის” დამაარსებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედის, ბილ გეიტსის ქონება 79 მლრდ დოლარია.

32 წლის ასაკში, 1987 წელს, ბილ გეითსი მილიარდერი გახდა.

მან უნივერსიტეტში სწავლისას პროფესორებს განუცხადა, რომ მილიონერი 30 წლამდე გახდებოდა. 32 წლის ასაკში ის უკვე მილიარდერი იყო.

გეიტსი 1955 წელს დაიბადა სიეტლში, კორპორაციული ადვოკატისა და ერთ-ერთი დიდი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის ოჯახში. სიეტლის პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა და იქვე აითვისა კომპიუტერული პროგრამირების უნარ-ჩვევები. ცამეტი წლისამ დაწერა თავისი პირველი პროგრამა – თამაში “ბეისიკის” პროგრამირების ენაზე. შემდეგ იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი (რომელიც ორ წელიწადში მიატოვა), რასაც მოჰყვა კომპანიონებთან ერთად შექმნილი უძლიერესი კორპორაცია, რომელმაც ბილ გეიტსი მილიარდერად და ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად აქცია მსოფლიოში.

  • ნებისმიერ დროს წადით და საკუთარი საქმე წამოიწყეთჰარვარდში დაბრუნება კი არასდროს არის გვიან.
  • წარმატება ცუდი მასწავლებელია. ის აიძულებს ჭკვიან ადამიანებს, იფიქრონ, რომ არასდროს წააგებენ.
  • მეშინია მარცხის. ყოველდღე, როცა ოფისში მივდივარ, საკუთარ თავს ვეკითხები: “ჯერ კიდევ კარგად ვმუშაობთ? ხომ არ გაგვასწრო ვინმემ? ნამდვილად კარგად მიიღეს ესა თუ ის პროდუქტი? რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ?”
  • მსოფლიოსთვის სულერთია შენი განცდები და პატივმოყვარეობა. მსოფლიო შენგან ელოდება რაიმე მიღწევას, სანამ პატივს მიაგებს შენი ღირსების გრძნობას.
  • მე მაქვს თეთრი დაფა და ფერადი ფლომასტერების ნაკრები, რომლებიც შესანიშნავად მეხმარებიან კოლეგებთან თათბირის დროს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს.
  • ბიზნესს ვუდგები როგორც გამოწვევას, პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობას.
  • არ მომწონს, როცა ახალგაზრდები ამბობენ, არ გვინდა კოლეჯში სიარულიო, რადგან თურმე მე არ დამიმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი. ჯერ ერთი, მე საკმაოდ კარგი განათლება მივიღე, თუმცა, ხარისხის მიღებას არ დაველოდე. მეორემსოფლიო სულ უფრო რთული, წლიდან წლამდე მეტად სპეციალიზებული და კონკურენტული ხდება, უმაღლესი განათლება დღეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წინათსასკოლო.
  • ორჯერ არ მიიღოთ ერთი და იგივე გადაწყვეტილება. ჯობს, მეტი დრო და ძალა დახარჯოთ პირველივე ჯერზე, მტკიცე გადაწყვეტილების მისაღებად.
  • ბიზნესი კარგი თამაშია. ბევრი მეტოქეობა და ცოტა წესი. ანგარიში ფულით ითვლება.
  • ვფიქრობ, ბიზნესის მართვა იოლია. მოგება, დანაკარგი, გაყიდვებს აკლებთ დანახარჯებს და იღებთ დიდ დადებით რიცხვს. სუფთა მათემატიკაა.
  • კარგი მენეჯერის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, ნებისმიერ ცუდ ინფორმაციას მკერდით შეეგებოს, თავად ეძებოს მათთან შეხვედრა, იმის ნაცვლად, თავი ქვიშაში ჩარგოს.
  • დღევანდელ საინფორმაციო საზოგადოებაში მთავარი ბუნებრივი რესურსებია ადამიანის გონება, გამოცდილება და ლიდერობა.
  • ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულია, როგორც მათი შოვნა.
  • ყოველთვის გადაჭარბებულად ვაფასებთ ცვლილებებს, რომლებიც უახლოეს ორ წელიწადში მოხდება და სათანადოდ ვერ ვაფასებთ შემდეგი ათი წლის ცვლილებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოდუნება არაფრით არ შეიძლება.

 მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 313 times, 1 visits today)

კომენტარები