უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა გამოცემა Громадське-ს განუცხადა. „დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა“, – აღნიშნა მან.

დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა.

გაზიარება