17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს
 
12-13 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ქუვეითს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს  ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში.
 
კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ქუვეითის პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. 
 
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის სიტყვით გამოსვლა, სადაც მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობაზე.   
 
კონფერენციის ფარგლებში მოხდება  ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის სახელმძღვანელო პრინციპების მიღება.
 
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე  ორმხრივ შეხვედრას გამართავს ქუვეითის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰისთან. ასევე, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
 
მინისტერიალი ქუვეითში, ბაიანის სასახლეში გაიმართება.
(Visited 3 times, 1 visits today)

კომენტარები