17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს
“ფინანსური განათლების წლისა” და “გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, ქართული ფულის თემაზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხატვის ღია კონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“. 

ხატვის კონკურსის მიზანია ბავშვები და მოზარდები დააფიქროს ქართული ფულის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ, და მისცეს მათ საშუალება ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული კონკურსი სრულად ეხმიანება “გლობალური ფულის კვირეულის” 2018 წლის გზავნილს: “ფულთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია” (Money Matters Matter).

ხატვის კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით II–VII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა დახატონ მიმოქცევაში არსებული რომელიმე ნომინალის ქართული ბანკნოტი ან მონეტა, არსებული ან საკუთარი ფანტაზიით შექმნილი დიზაინით, და საკუთარი ნამუშევრები არაუგვიანეს 28 თებერვლისა წარუდგინონ სკოლის ადმინისტრაციას.  

ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 20 ნამუშევარი ეროვნული ბანკის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება.  ნამუშევრები დაიბეჭდება ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში და გამოიფინება ეროვნული ბანკის ფოიეში. გარდა ამისა, გამარჯვებულ ახალგაზრდებს ეროვნული ბანკი ყვარლის ფულის მუზეუმში ექსკურსიაზე უმასპინძლებს, სადაც ბავშვები გაეცნობიან ფულის ისტორიას, მოისმენენ საინტერესო ლექციას ფინანსური განათლების შესახებ და მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს.  

“ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშაონ ფინანსურად ჯანსაღი ჩვევები და დამოკიდებულები, ისწავლონ კრიტიკული აზროვნება და შეკითხვების დასმა. ხატვის კონკურსის ფარგლებში, ჩვენი მიზანია ახალგაზრდები დავაფიქროთ ფინანსურ საკითხებზე და წავახალისოთ ხელოვნების გზით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება როგორც ქართული ფულის, ისე ზოგადად, ფულის როლსთან და მნიშვნელობასთან მიმართებაში. ახალგაზრდა მხატვრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ შემოქმედობითობა და ფანტაზიის უნარი, შეისწავლონ მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები და მონეტები, და აჩვენონ საქართველოს, თუ როგორი იქნებოდა ქართული ფული ისინი რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტები იყვნენ. ვფიქრობთ, ბავშვების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები ეროვნული ბანკისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა ქართული ფულის განვითარებისა და დახვეწის პროცესში”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები