17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის წევრებსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნულ დელეგაციათა ხელმძღვანელებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ევროპარლამენტის მიერ მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოს დასავლური მისწრაფებებისა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ერის ნება და ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, რაც მკაფიოდ აისახა კონსტიტუციასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მიღებულ საპარლამენტო რეზოლუციაში.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოებას უკვე მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა და ვიზა ლიბერალიზაციას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რაც მისი შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. ირაკლი კობახიძემ,ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში პარლამენტის საზედამხედველო როლსა და მნიშვნელობაზე.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ფასეულობებს ეფუძნება და ევროპელ მეგობრებს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპარლამენტარებმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის მიერ ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით, ევროკავშირში კარგად იციან, რომ საქართველო ევროპული ღირებულებებისა და დასავლური კურსის ერთგულია. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველო ლიდერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში. სტუმრებმა საერთო მიზნების მიღწევისა და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

„საქართველოს პარლამენტში ვმასპინძლობთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო მუშაობას. შედგა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციების ხელმძღვანელების და ევროპარლამენტარების ერთობლივი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, გარკვეულწილად, შევაჯამეთ  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისი შედეგებიც, იმიტომ, რომ ევრონესტის საპარლამენტი ასამბლეა სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ნაწილია და მისი საპარლამენტო განზომილებაა.  ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქვთ განსხვავებული ამბიცია, განსხვავებულად აქვთ დაფიქსირებული სურვილი, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრნი და ამ პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს. ევროპარლამენტმა აღმოსავლეთ პატნიორობის სამიტის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რასაც  მხარი დაუჭირა აქ მყოფმა ყველა ევროპარლამენტარმა და მათ ამისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადეთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.

(Visited 6 times, 1 visits today)

კომენტარები