8 საათის წინ
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“, 2018 წლის მონაცემებით საქართველომ წინა წელთან შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა
14 საათის წინ
23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართელოს რეგიონებში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ი იწყება
14 საათის წინ
Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში პირველად მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება
14 საათის წინ
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „იბერიამ“ მაუწყებლობა უნდა განაახლოს, კრიტიკული მედიის არსებობა ყველასთვის მნიშვნელოვანია
14 საათის წინ
ისრაელის სახელმწიფოსთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს სელამი ალთინოქს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიამ და სელამი ალთინოქსმა შეხვედრაზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმის, ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

გაზიარება