მოლდავეთის შემადგენლობაში მყოფ გაგაუზის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქრისტიანი თურქები, გრძელდება თურქეთის ვიცე-პრემიერის ბექირ ბოზდაღის ვიზიტი.
გუშინ მან საზეიმო ცერემონიით გახსნა გაგაუზიის ტელე-რადიო მაუწყებლობის GRT-ს ახალი კორპუსი და მოხუცთათვის ერთი სათნოების სახლი, რომლებიც აშენდა თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო TİKA-ს მხრიდან.
აქ წარმოთქმულ სიტყვაში ბოზდაღმა თქვა რომ, ანკარა არასოდეს ბედის ანაბარა არ მიატოვებს გაგაუზელ ქრისტიან თურქებს და ყველანაირ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებებს აღმოუჩენთ მათ.
დღეს კი ბოზდაღმა გაგაუზიაში ადგილობრივი გაზეთის ოფისიც გახსნა, რის შემდეგაც იგი მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში გადავიდა და აქ იგი მიიღო მოლდავეთის პრემიერმა ლურიე ლენსამ.
24.09.13