ჩინეთის სამხედრო ძალები უპრეცედენტო რეორგანიზაციას იწყებს. ანალიტიკოსების თქმით, არმიის მოდერნიზაცია იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ჩინეთთან ერთად, რუსეთსა და ინდოეთშიც დაწყებულია იგივე პროცესები, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ყველაზე მეტი ცვლილებები ჩინეთშია დაწყებული.
ლონდონის, სტრატერგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ექსპერტების თქმით, აშშ–სთან შედარებით, ჩინეთი და რუსეთის სამხედრო ძალების რეორგანიზაცია მეტი წილი სამხედროების რაოდენობის გაზრდაში გამოიხატება.
ჩინეთის სამხედრო ძალების რეორგანიზაცია ეხება,როგორც საჰაერო, ისე წყალქვეშა სივრცეებში ახალი ტექნიკის შეძენასა და გამოცდას.
BBC -ის მონაცემებით, 2007 წლიდან 2016 წლამდე შეიარაღებული ძალების შემცირება მხოლოდ შეერთებულმა შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოხდა. თითქმის თანაბრადაა გაზრდილი საფრანგეთსა და იაპონიაში. ყველაზე დიდი რაოდენობით ზრდა შეინიშნება ჩინეთში, რუსეთსა და ინდოეთში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან არმიადაა დასახელებული. ოფიციალური მონაცემებით სამხედროთა რიცხვი 3 მილიონს აღწევს. ქვეყანაში კანონი ითვალისწინებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს მამაკაცებისთვის , რაც ნიშნავს იმას,რომ ჩინეთის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქე 18-დან 30 წლამდე ვალდებულია მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური 24 თვის ვადით. საუბრობენ კონკრეტულ რიცხვზეც, იმ შემთხვევათი თუ ომი დაიწყო, შეიძლება მობილიზირებული იქნეს 400 მილიონამდე ადამიანი.
2018 წლის 1-ლ აგვისტოს ჩინეთის არმია 91-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყნის პრეზიდენტი ეხმაურება ჩინეთის სამხედრო ძალების რეორგანიზაციას. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, რეორგანიზაციის მთავარი მიზეზი ის გლობალური სიტუაციაა,რომელიც მსოფლიოში არსებობს. „მსოფლოი ახალი სიტუაციებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებასა და განვითარებას, ჩინელმა სამხედროებმა უნდა იცოდნენ თავიანთი პასუხისმგებლობა,”- ამბობს პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებაში.
რაოდენობის გაზრდასთან ერთად ცვლილებები შეეხო სამხედრო ორგანოების განახლებას და ამ ორგანოების მიერთებას უკვე გაერთიანებულ ჯარებსა და ინსტიტუტებთან. 2016 წლის იანვარში, ჩინეთის არმიის ოთხი დეპარტამენტი: პერსონალის, პოლიტიკის, ლოჯისტიკისა და შეიარაღების დაიშალა და მათი ფუნქცია-მოვალეობები გადაეცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 15 ახალ უწყებას.
ნათია კეკენაძე