„იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლოდანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია,რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიულიდამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორისსამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომლებიც წამყვან დემოკრატიულქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. პრემიერმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ დაამ კუთხით, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებიმიმდინარეობს. ასევე, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში, მოგეხსნებათ რომ მესამენაკადის რეფორმა მიმდინარეობს, ასევე, სასამართლო სისტემაში და ვფიქრობ, ეს ახალი მექანიზმი იქნება კიდევერთი დამატებითი კომპონენტი, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებასსამართალდამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენსსამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება – რომ ისინი იქნებიან წახალისებულნი, როდესაცკანონიერად იმოქმედებენ და, რათქმაუნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ შესაძლოგადაცდომებს,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი მოკლე პერიოდში ამოქმედდება.