ავიაკატასტროფა ირანში. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც 60-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ BBC წერს. უბედური შემთხვევა ზაგროსის მთიან რეგიონში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ATR 72 ტიპის ხომალდი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაუჩინდარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებდა.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.