ნოტარიუსთა პალატის პროექტი „პროფესია ნოტარიუსი“ გრძელდება. პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამჯერად ბათუმისსახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
სტუდენტურ წრებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათიპროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებულიკადრები.
სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენსაჯარო ლექციებს და აწყობენ შეხვედრებს სტუდენტებთან, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას. ნოტარიუსთა პალატაში ფუნქციონირებს სასწავლოცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ნოტარიუსების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ასევე, მოქმედებს სტაჟირების კურსები ნოტარიუსთათანაშემწეთათვის. ინტენსიური თეორიული სწავლებისა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკის შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები სანოტარობიუროებში საქმდებიან.