ნიდერლანდების სამეფოს  ტერიტორიის 40% ზღვის დონის დაბლა მდებარეობს, წყლის მართვას იქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ქვეყანას წყალდიდობისგან დამცავი უნიკალური და საკმაოდ ძვირად ღირებული სისტემა აქვს.მისი  დიდი ნაწილიც საუკუნეების წინ სწორედ წყლის დაშრობის შედეგად იქცა დასახლებებად.  წყლის რესურსების მართვის პროცესში კი მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით მრავალი კონსტრუქციებია გამოყენებული.

ქალაქ როტერდამში ჩრდილოეთის ზღვიდან წამოსული შტორმის დასაცავად არსებობს წყლის მძლავრი კონსტრუქციები. ისინი 50 მილიონი ევრო დაუჯდა ქვეყნის მერიას.  საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში, პრევენციის ეტაპზე ეს ტერიტორიები შესწავლილი იქნა, შემდგომ როგორც ჰოლანდიელი,ისე გერმანელი და ავსტრიელი მეცნიერების მხრიდან დაგეგმილი იქნა მძლავრი კონსტრუქციის აშენება და განთავსება. ეს ბარიერი ქალაქ როტრდამში მცხოვრებ მილიონ ნახევარი ადამიანის სიცოცხლეს იცავს. ის მხოლოდ მაშინ იკეტება, როდესაც ძლიერ ქარიშხალს და ზღვის დონის მომატებას ელოდებიან.

ჰოლანდიის წყლის მართვის სისტემა დამოკიდებულია ტუმბვაზე. სატუმბი სადგურები პოლდერებში წყლის დონეს აკონტროლებენ. ისინი აგროვებენ ჭარბ წყალს მდინარეების სისტემაში. ეს სისტემა შემდეგ სპეციალური სადრენაჟე მოწყობილობებით წყალს ზღვაში გადაიტანს.  ქალაქ ამსტერდამის არხებში მსგავსი სპეციალური ჩამკეტი ბარიერი არსებობს.  ეს ბარიერები წყალდიდობის დროს იკეტება და ქალაქს იცავს. ამასთანავე ისინი  გამოიყენება იმისთვის, რომ ამოტუმბული წყალი ჩრდილოეთის ზღვაში გადაისროლოს.

ნიდერლანდების სამეფოს წყლის მართვაში მნიშვნელოვანი როლი უკავია ზანდვურთის ნაკრძალს. აქ წყალი მიწის ქვეშ იფილტრება.  ბუნებრივად გაწმენდილი ამოდის მიწის ზედაპირზე, მერე ეს წყალი ხვდება არხებში, ორი-სამი თვის შემდეგ კი – წყალსაცავში.

ქვეყანა, ,როგორც სამდინარო, ისე საზღვაო წყალდიდობების ეპიცენტრია. როგორც აღვნიშნეთ, ნიდერლანდების სამეფოში გამოყოფენ სამდინარო და საზღვაო წყალდიდობებს. ქვეყანაში წყალდიდობის წინასწარმეტყველების საფუძველში ჩადებულია წყალშემცავი აუზების ან ფართო ტერიტორიის მასალების სტატისტიკური დამუშავება. ანგარიშობენ ერთწლიანათწლიან და ასწლიან წყალდიდობებს. პროგნოზების დროს ითვალისწინებენ ნალექების რაოდენობას,თოვლის დნობას,მცენარეულ საფარს, მორფოლოგიურ და გეოლოგიურ ფაქტორებს.

არსებობს წყალდიდობისგან თავდაცვის უშუალო და პრევენციული ზომები. აქედან მეორე ითვალისწინებს დასახლებული პუნქტების დაგეგმვას,მიწათსარგებლობის წესების დაცვას. ხანგრძლივი პერიოდის ღონისძიებების გატარებას. მაგალითად, ნიდერლანდებში ქალაქ ჰააგაში – ფერდობებზე ტყის გაშენებას, ქალაქ როტერდამის მაგალითზე, 3-10 მეტრი სიმაღლის ჯებირების.

ქალაქი ჰააგა ძირითადად საზღვაო წყალდიდობის მსხვერპლი ხდება. ნიდერლანდებში ზღვის მოქცევა უფრო იზრდება ქარების გავლენით,ქარები ზღვის ზედაპირზე წარმოქმნის ტალღებს.

ნიდერლანდების სამეფოში წყლის მნიშვნელობა განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდით და კეთლდღეობით, ისეთი საქმიანობების საშუალებით, როგორიცაა მეურნეობა, კომერციული თევზჭერა, ენერგოწარმოება, ტრანსპორტი და ტურიზმი. წყალი ასევე აუცილებელია რეკრეაციული საქმიანობისთის. იგი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ბუნებრივი ეკოსისტემებისა და კლიმატის რეგულირებისათვის.

თუმცა ქვეყანაში დიდი ხნის წინ გაიაზრეს დამოკიდებულება წყლის რესურსებზე. რომ მარაგი არ არის ულევი, და სათანადოდ უნდა დავაფასოთ. წყალი უნდა იყოს მართული და დაცული. ეს არ არის უბრალო მოხმარების პროდუქტი, არამედ ძვირფასი ბუნებრივი რესურსი, მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის.

ნათია კეკენაძე

(Visited 67 times, 1 visits today)

კომენტარები