ცნობილი გახდა, რომ თბილისში სულ მალე „მაკდონალდსის“ ახალი ფილიალი გაიხსნება. საუბარია ნაძალადევის ტერიტორიაზე დაგეგმილ ახალ ფილიალზე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გაიხსნას.
როგორც კომპანიაში „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აცხადებენ, ახალი ფილიალის გახსნა მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.
„რა თქმა უნდა მაკდონალდსის ქსელი განაგრძობს განვითარებას და აპირებს ახალი ფილიალების გახსნას.მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გავასაჯაროებთ ახალი ლოკაციების შესახებ ინფორმაციას.“-აცხადებენ კომპანიაში
მათივე თქმით, უახლოეს მომავალში უკვე დასრულდება ახალი ფილიალის მშენებლობა ბათუმში, ერას მოედანზე. გეგმის მიხედვით პროექტი ზაფხულის სეზონისთვის უკვე მზად უნდა იყოს. შედეგად, ბათუმის ახალი მაკდონალდსი მე-14 ფილიალი იქნება საქართველოში.
მარიამ ლეკიაშვილი