რუსეთის ბაზარზე კიდევ 34 ქართული კომპანია დაუშვეს. “როსპოტრებნადზორის” ოფიციალურ ვებგრვედზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა ექსპერტებმა 16-დან 20 სექტემბრამდე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 41 კომპანია შეამოწმეს, რომელთა შორის ღვინის, მინერალური წყლების და ლუდის მწარმოებლები არიან.
“მიღებულია გადაწყვეტილება, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელ 31 კომპანიასა და მინერალური წყლის სამ მწარმოებელს მიეცეს ნებართვა, წარადგინონ დოკუმენტაცია სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურების გასავლელად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე შესვლისა და პროდუქციის დარეგისტრირების უფლება 95 ღვინის მწარმოებელზე, მინერალური წყლის შვიდი მწარმოებელსა და ლუდის მწარმოებელ ერთ კომპანიაზე გაიცა.
რუსი ექსპერტების გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ღვინის 11 და მინერალური წყლის სამ მწარმოებელს.
“როსპოტრებნადზორის” მონაცემებით, 2013 წლის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე 22 კომპანიის ალკოჰოლური პროდუქციის 1529 პარტია შევიდა, რომლის ჯამური მოცულობა 5 334 782 ლიტრია.
2013 წლის მაისიდან-აგვისტომდე კი მოსკოვში შეტანილია “ბორჯომის” 77 პარტია, საერთო მოცულობით 8 214 605 ლიტრი და “საირმის” 8 პარტია, საერთო მოცულობით 170 496 ლიტრი.
24.09.13