საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 თებერვალს მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საჩივარი შეიტანა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტში. იგი ჩივის, რომ თურქეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულიგარანტიები. კერძოდ, მისი მტკიცებით, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ის შეიძლება დაექვემდებაროს წამებას.

აღნიშნული კომიტეტის 2018 წლის 19 თებერვლის წერილით საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს საქართველოდან თურქეთში მომჩივნის ექსტრადირებისგან, სანამეს საქმე გაეროს კომიტეტში განიხილება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურმა გაეროს კომიტეტის 19 თებერვლისწერილი უკვე მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები