არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუ როგორ დამკვიდრდა სიტყვა „რელიგია“. რომაელ ორატორ ციცერონს, მიაჩნდა, რომ „რელიგია“ ნაწარმოებია ლათინური ზმნისაგან „relegare” (ხელახლა შეკვრა,კვლავ განსჯა, ისევ დაფიქსირება), რაც გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს ღვთისმოსაობას ან „რაიმესადმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას,“ მოწიწებას. აქედან გამომდინარე, ციცერონისათვის, რელიგიის არსი, უზენაესი ძალებისადმი, ღვთისადმი მოწიწებაა. ეს მოსაზრება სწორია, რადგან, ღვთისმოსაობა, მოწიწება, რელიგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გარეშეც,რელიგიურობა პირმოთნეობა, ფარისევლობა და მხოლოდ წესების დაცვა იქნებოდა,ხოლო, ღვთისადმი რწმენა-უსიცოცხლო, გულგრილი დოქტრინა. ამავდროულად, ძნელია, დაეთანხმო, რომ მოწიწება რაიმე იდუმალისადმი, გნებავთ, ღვთისადმი, რელიგიის არსს წარმოადგენს. ღვთისმოსაობა, მოწიწება, კრძალვა აუცილებელია, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი გრძნობაა, რომელიც ღვთისადმი ადამიანის რელიგიური დამოკიდებულების თანამდევია და მისი არსის გამომხატველი ვერ იქნება.
ცნობილი ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (მე-4 ს.), აზრით, ტერმინი „რელიგია“ წარმოდგება ლათინური ზმნისაგან ”religare”, რაც“შეერთებას,“ „დაკავშირებას“ ნისნავს. ამიტომაც, იგი რელიგიას განსაზღვრავს, როგორც,ადამიანი კრძალულებით კავშირს ღმერთთან. ლაქტნაციუსი წერს: “იმ პირობით ვჩნდებით ამქვეყნად,რომ ჩვენს გამჩენ ღმერთს ვმორჩილებდეთ, მას ერთადერთს ვაღიარებდეთ და მივდევდეთ. მასთან ღვთისმომშიშებით ვართ დაკავშირებულნი. აქედან წარმოდგება ტერმინი „რელიგიაც“. ლაქტანციუსის ეს განსაზღვრება რელიგიის არსს განსაზღვრავს: რელიგია არის ღმერთთან ადამიანის სულის ცხოველი ერთიანობა, რომელიც ადამიანის სულის სანახებში აღსრულდება.
ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით,“რელიგია“ წარმიქმნა ზმნისაგან „reeligare,” რაც ნიშნავს „ხელახლა შემოერთებას,“ თვითონ რელიგია კი ადამიანსა და ღმერთს შორის, ოდესღაც არსებული კავშირის აღდგენა-განახლებაა.ნეტარი ავგუსტინე წერს: “ღმერთის ძიებისას, ან უკეთ რომ ვთქვათ, ხელახლა ძიებისას,(საიდანაც წარმოიშვა რელიგიის სახელწოდებაც), ჩვენ მისკენ სიყავრულით მივისწრაფვით, რათა, როცა მივაღწევთ, დავმშვიდდეთ“
როგორ უნდა განისაზღვროს ტერმინი „რელიგია“?! სოციოლოგი,გერჰარდ ლენსკი, რელიგიას განსაზღვრავს, როგორც „სისტემას, რწმენათა ძალებისა, რომლებიც,საბოლოო ჯამში, მართავენ ადამიანის ბედს და მასთან დაკავშირებული რიტუალებისა, რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული ჯგუფის წევრი ადამიანების მიერ.“ ეს განსაზღვრება ძალზე ფართოა; სხვა სოციოლოგის, რონალდ ჯონსტიუნის განმარტება უფრო მისაღები ჩანს: “რელიგია ეწოდება რწმენათა და რიტუალტა სისტემას, რომელთა მეშვეობით,ადამიანითა ჯგუფი ხსნის და რეაგირებს იმაზე,რასაც ზებუნებრივად და საკრალურად მიიჩნევს.“
კ. იუნგის თქმით, “რელიგია ადამიანის გონების განსაკუთრებული მდგომარეობაა და თუ ცნება „რელიგიო-ს“ თავდაპირველ მნიშვნელობას დავეყრდნობით, ის შეიძლება განვმარტოთ, როგორც გარკვეული დინამიკური ფაქტორების, ანუ „ძალების,“ სულების, დემონების, ღმერთების,კანონების, იდეების, იდეალების გათვალისწინება და მათზე დაკვირვება. სწორედ ასე უწოდა ადმაიანმა საკუთარ სამყაროში აღმოჩენილ ამ ფაქტორებს,რომელთაგან, ზოგი ძლევამოსილი, საშიში და სასარგებლოა, რის გამოც, ადამიანი მათ არსებობას ანგარიშს უწევს, ზოგიც-დიდებული, მშვენიერი და უმნიშვნელოვანესი, ამიტომაც, მათ თაყვანს სცემს და უყვარს.“
მასალა ეკუთვნის
იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას