ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა. აკა მორჩილაძის “obOle” საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ინიციატივითა და ორგანიზებით, კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს.
შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის რამდენიმე წლის წინ გამოცემული რომანი მოხვდა.
მიმდინარე წელს ქართულმა ლიტერატურამ უკვე მეორედ მოიპოვა ასეთი წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალებზე.