4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

კრიმინალური ჟურნალისტიკა პრაქტიკული ჟურნალისტიკის ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტ გამძლეობას, რისკსა და შრომას მოითხოვს. განსაკუთრებით ალბათ მაშინ, როდესაც შენი მაყურებლები შენივე სტუდენტები არიან და გიფასებენ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ლექციაზე თეორიულ ისმენენ. დავით ქაშიაშვილს,  რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს სწორედ ასეთი პროფესიული ცხოვრების სტილი აქვს. სტუდენტებისთვის უბრალოდ ,,ქაშიკა” – საინტერესო, საჭირო პროფესიული რჩევებითა და სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. The Tbilisi Times გთავაზობთ დავით ქაშიაშვილთან ექსკლუზიურ და საინტერესო ინტერვიუს.

ბატონო დავით, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რა  გზა  განვლეთ სანამ წარმატებული ჟურნალისტი და ლექტორი გახდებოდით?

გზას ახლაც გავდივარ. წარმატება რომ ამოვიკითხე თქვენს კითხვაში დავფიქრდი, რას ნიშნავს? რა ფერია? ხილია თუ ბოსტნეული? ჩემთვის მთავარია მისმენდნენ, სჯეროდეთ ჩემი, ამიტომ მუდამ ვაბამ უხილავ ხაზს გასავლელ გზაზე, რომ არ ავფეთქდე. ნაღმებითაა სასვსე კარიერული წინსვლა, ჩემო ბატონო. თსუში თქვენთან ურთიერთობას რაც შეეხება, რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრისგან მივიღე შემოთავაზება, შემექმნა საგანი სამართლებრივი და სასამართლო საკითხების გაშუქების შესახებ. ვიდარდე, შევძლებდი თუ არა, არ ვიცოდი. აბურდული მქონდა თავი, ალიაქოთი და უამრავი შეკითხვა და ასე ფეტვივით დაბნეული შევედი პირველ ლექციაზე, 303-ე აუდიტორიაში.

რატომ აირჩიეთ კრიმინალური  ჟურნალისტიკა  და,  თქვენი  აზრით, რით განსხვავდება  ის  სხვა სტილის ჟურნალისტიკისგან?

– არ ამირჩევია, ასე მოხდა. პირველად სწორედ ასეთ ამბებზე დავიწყე წერა, შემდეგ ტელე-ამბების მომზადება.

ბევრ სათქმელს გაძლევს, შენ წინ დიდი ცარიელი დაფაა, რომელიც უნდა შეავსო , რომ მიუახლოვდე სიმართლეს. ურთიერთობ მძიმე ემოციურ მდგომარეიბაში მყოფ ადამიანებთან, ამიტომ სწავლობ ურთიერთობის საუკეთესო ხერხებს.  ურთიერთიბა გაქვს პოლიციასთან, სასამართლოსთან, საქმეს გამოძიების ყველა ეტაპზე შენც მიყვები, როგორც პროკურორი თუმც შენ მუდამ შორიდან აკვირდები და ეს ძალიან მაგარია.

რომ არა ჟურნალისტის პროფესია, რა სპეციალობით დაკავდებოდით?

ბერჯერ მიპასუხია ამ შეკითხვისთვის, რომ ვიქნებოდი არქეოლოგი, მაგრამ გულწრფელად გითხრა, არ ვიცი. არ ვიცი, რადგან ჩემი პროფესია – ქუჩის რეპორტიორობა, იმდენად სავსეა ჩემი ცხოვრება ამით, რთულია წარმოვიდგინო, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი 2001 წელს, რომ არა ტელე და რადიო ჟურნალისტიკა.

თქვენ ყოველთვის ისეთ  მძიმე   თემებზე  გიწევთ  მუშაობა, როგორიცაა, ტერორიზმი, მკვლელობა, ძარცვა და .. ყველაზე მეტად რომელ საკითხზე გაგიჭირდათ მუშაობა?

– ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მძიმე თემაზე მუშაობა არ მიჭირს. თითქმის თანაბრად, მაგრამ დროდადრო როცა  ვხედავ მამებს, დედებს, რომლებსაც შვილის ცხედარს არ აძლევს ოკუპანტი,  საშინლად მიჭირს შევინარჩუნო სიმშვიდე, მოვიკრიბო ძალა მათათან სალაპარაკოდ. ჩემი პროფესიის ყველაზე მძიმე ნაწილი ჭირისუფალთან ამ პროფესიით ურთიერთობაა.

დაძაბული გრაფიკის შემდეგ, როგორია თქვენი განტვირთვა? ყველაზე კომფორტულად სად ისვენებთ?

– განტვირთვა ჰეი ჰოო…

კონიაკი, ქუჩაში ბორიალი, ჩემს  ბიჭებთან ლაპარაკი ათას რამეზე, ისევ ბორიალი, მშრალ ხიდზე სხვისი ნივთების თვალიერება, გალაკტიონის ხიდის გადაკვეთ-გადმოკვეთა, მის სახლთან ჩავლა.. ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო. თბილისში უსაქმოდ ხეტიალი  განტვირთვაა, განტვირთვაა ის ადგილი , სადაც ვზივარ ღუმელთან და  ამ კითხვაზე პასუხს გცემთ, “კუნძული” დუშეთში. მთავარია დრო დასვენებისთვის- ფორმასა და მდგომარეობას შექმნი ადამიანი…

თქვენ სტუდენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ, როგორ შეაფასებთ ახალი თაობის ჟურნალისტებს? რას ასწავლით მათ პირველ რიგში?

– რაც მე მასწავლა ჩემმა პროოფესიამ, ვცდილობ ამ ყველაფრის მათთვის  გაზიარებას. ვუყვები დანაღმული საზღვრების შესახებ, ვასწავლი აფეთქების გარეშე შემოვლითი გზებით სიარულს, არ ვიცი კიდევ რას, ეს მათ უკეთ იციან. მიყვარს და მაძლიერებს, მამხნევებს, ბევრ რამეს მასწავლის მათთან ურთიერთობა. ისინი მე მაძლევენ საშუალებას მუდამ რიტმში ვიყო, მუდამ მხარდამხარ მივდიო ახალ სტანდარტებს. მომთხოვნები არიან, არ უყვართ ძველ დროის ჟურნალისტიკა, დარღვეულ  ეთიკურ ნორმებზე, ისტერიკულ ტონზე და მიკერძობაზე საშინლად ბრაზდებიან  და ეს ძალიან მაგარია.

რა არის თქვენთვის ჟურნალისტად ყოფნა? თვისება/თვისებები, რომელიც ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს...

არ მოიტყუო, თუ არ იცი, არ თქვა. ან უთხარი შენს აუდიტორიას, რომ ჯერ ვერ გაარკვიე სიმართლე მათთვის და პასუხებს ამ დრომდე ეძებ.

მოგვიყევით ოჯახზე, თქვენს შვილებზე.. რა არის მთავარი პრინციპი , რომლითაც მათ ზრდით?

ჩემი ოჯახი. დიდი სასახლეა პრინცებით, მისტიკური ცხოველებითა და ფერადი ამბებით  სავსე. მუდამ ალიაქოთია, მუდამ უამრავი საქმე და ნაკლები საკოტრიალო დრო. ამ სასახლეში  ყველას თავისი მიზანი აქვს, ყველა თავისუფალია, ყველა საკუთარ ქმედებებზეა პასუხისმგებელი.

როგორ ვზრდი შვილებს? ხშირად ისინი მზრდიან და ცვლიან ჩემში გარკვეულ შეფასებებსა თუ შეხედულებებს. ერთმანეთს ვუცვლით მუსიკას, ამბებს. მე ჩემი წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ ველაპარაკები, როცა მათ სურვილი აქვთ ისინიც მესაუბრებიან. მეკითხებიან ჩემს სიუჟეტებზე, აინტერესებთ გმირების შესახებ უფრო მეტი, რაც ტელევიზორში ვერ ნახეს. ვპირდები, რომ კომპიუტერულ თამაშებს ვისწავლი, ან დავინტერესდები მაინც მათით,  მაგრამ ამ დრომდე ვერ ვუსრულებ ამ დანაპირებს.

გარდა ჟურნალისტიკისა, პოეზიითაც ხართ დაკავებული და როგორც ვიცით, თქვენი წიგნიც მალე გამოიცემა. გვიამბეთ ამის შესახებ. როდის დაიწყეთ წერა და რა  ადგილი  უკავია პოეზიას თქვენს ცხოვრებაში?

– ვფიქრობ, 13 წლისამ განსხვავებული რვეული ვიყიდე კლასგარეშე ამბების, ლექსებისა და მითხრობების საწერად. წიგნზე, რომელზეც მეკითხებით, ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ. პატარ-პატარა ამბებისგან შედგება.  ამბები ბევრი ფერადი და მუქი ძაფებითაა გადაბმული. ზოგი ქუჩაში ნანახი, ზოგიც თავს გადავლილი. რომანი ღმერთებზე, კერპებზე, მორალზე, ღლიცინზე, ადამიანების სისასტიკეზეა. სიყვარულისთვის ჩადენილ სასწაულებზე, ხიდიდან ხტომაზე, ოჯახისთვის და შვილებისთვის ჩადენილ გმირიბაზეა.

როგორია თქვენი გეგმებირისი გაკეთება გსურთ ახლო მომავალში?

– გეგმებისა არაფერი გამეგება…

აკაკი ალაგარდაშვილი

 

 

 

 

 

გაზიარება