ნიუ-იორკის მერმა ქალაქის „ღამის ცხოვრების სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი“ დანიშნა,  ახალ სამსახურს 47 წლის არიელ პალიცი უხელმძღვანელებს, რომლესაც მხარი ამ თანამდებობაზე კომიტეტის უმრავლესობამ დაუჭირა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ახლად შექმნილი სამსახური უზრუნველყოფს ქალაქში ღამის აქტივობების საკითხების მოგვარებას, საჩივრების განხილვასა და ნებართვების გაცემას ღამის ცხოვრებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.

“ღამის ცხოვრების მერის” მოვალეობაში ასევე შედის ნიუ-იორკის მერიისთვის რჩევების მიცემა. ახალი სამსახურის საბჭო 12 თანამშრომლისგან დაკომპლექტდება.

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები