ილია მეორემ და მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

“მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვ.

კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გაზიარება