წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მივიდა.

,,მოვინახულეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრეთ მათ. შეშფოთებულები ვართ, რადგან ამდენ ხანს გაჭიანურდა ცხედრის გადმოსვენება. ეს არის ტრაგედია და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ თუ რა არის უდიდესი იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთი. ვლოცულობთ რომ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამ ეტაპზე ვფლობთ ინფორმაციას, რომ უახლოეს დროში მოხდება ცხედრის გადმოსვენება.“ – განაცხადა მეუფე შიომ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუცია.

გაზიარება