2017 წელს ბაღების სააგენტოში „თბილისი თაიმსს“ განუცხადეს, რომ – 2018 წლეს დაგეგმილი იყო საბავშვო ბაღების აღმზრდელ -პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება. თუ არი დაწყებული და რა პროცესშია აღნიშნული საკითხი, ასევე რას მოიცავს გადამზადება და იგეგმება თუ არა პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა, ამ კითხვებით „თბილისი თაიმსი“  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კვლავ დაუკავშირდა.

 „ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. უნდა შემუშავდეს ტრენინგ-მოდულები და მომზადდეს აღმზრდელთა გადამზადების გეგმა.

მიმდინარე წელს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის. მიმდინარე წელს იგეგმება 10 საბავშვო ბაღის გახსნა თბილისის სხვადასხვა რაიონებში.“ – აცხადებენ ბაღების სააგენტოში.

მარიამ ხუციშვილი

 

 

 

გაზიარება