საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში ჩასვლა უვიზოდ უკვე შეუძლიათ. ინფორმაცია სერბეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ 1tv წერს.

უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტს ხელი 7 მარტს, ბელგრადში საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის დროს მოეწერა.

8 მარტს დოკუმენტი სერბეთის მთავრობამ დაამტკიცა. ამის შემდეგ ის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე პოზიცია სქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. მინდა ასევე სერბი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში” – განაცხადა სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხელმოწერის ცერემონიაზე.

საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები