ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. კერძოდ. გუდაურში გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ. სავარაუდოდ, დაშავებულია 10-12 ადამიანი.
ორი მათგანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე გადამოჰყავთ თბილისში. ამ ინფორმაციას ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი ავრცელებს. მისივე ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.