„კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა – ესაა მედიაწიგნიერების ფუნქცია”. – ამის შესახებ კომისიის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახაბექაურმა გადაცემა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას კარგი გამოცდილება აქვს და კომისიასწორედ ამ ქვეყნებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებით, განახორციელებს ამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საკითხს.
„თანამედროვე ეპოქაში მოხმარებლის ქცევა იცვლება, აღარ ხდება მხოლოდ სახლში მედიაკონტენტის მოხმარება. მომხამრებელი უკვე ნებისმიერ დროს მოიხმარსმედია პროდუქტებს, მოძრაობისას, მანქანაში, ქუჩაში, შესაბამისად დიდი გამოწვევაა, რომ მედია კარგად გადაეწყოს ამ ახალ რეალობაზე. მეორე პრობლემა ხარისხია, ანუ ბაზარზე კვალიფიციური ადამინებია საჭირო, რომ კარგი პროდუქტები შეიქმნას. კომისიას ეს ორი გამოწვევა კარგად ესმის. ჩვენ დეკემბერში ახალისაკანონდებლო ცვლილებების ინიცირებით გამოვედით და ამ საკითხს პირველად თქვენს ეთერში ვამბობ – კომუნიკაციების კომისიას ახალი ფუნქცია დაემატა, ეს არისმედია წიგნიერების ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაბოთ ამ მიმართულებით. ეს პროცესი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე დაწყებულია და კარგიგამოცდილება არსებობს, რომელსაც ვიზიარებთ. მედია წიგნიერება სამი ძირითადი მიმართულებით განვითრებას და მუშობას გულისხმობს. ჩვენ ვაპირებთ, რომშევქმანთ პლათფორმა, დავაფუძნოთ იურიდიული პირი და მედია კონკტენტის მწარმოებლებს, ესენი არიან ჟურნალისტები, პროდიუსერები, მენეჯერები, მათთვისშევქმანთ სამთვიანი ან ექვსთვიანი კურსები, სადაც მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვლაიფიკაციის ამაღლებაში მივეხამრებით.
გავაკეთებთრამდენიმე კარგ კურსს, ჩამოვიყვანთ მაღალი დონის და კვალიფიკაციის უცხოელ ექპსერტებს, რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს. მეორენაწილი ეს არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ, მომხარებლებისთვის იქნებაგარკვეული გზამკვლევი, ამიტომ მედიაკრიტიკის განვითარება გვინდა ბაზარზე. მესამე კომპონენტი არის მომხარებელი. ამ ცვალებად და მრავალფეროვან გარემოშითავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ რომელია ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე, რომელია პროპაგანდა – არა თუ მომხარებელს.
ამიტომ ჩვენსამომხმარებლო ჯგუფებს დავეხმარებით ამის გარჩევაში. ამ მიმართულებითაც გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს და ვფიქრობთ, რომ ჩამოვიყვანოთადამიანები, რომლებსაც წარმატებული პროექტები აქვთ გაკეთებული. გვინდა მომხარებელს მივცეთ ცოდნა, რომ გაარჩიონ ხარისხიანი და უხარისხო ახალი ამბავი“. – განაცხადა „იმედის კვირაში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.