2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

საქართველოში მრავალი დაავადებაა გავრცელებული, მათ შორის, ხშირად ადამიანებს C ჰეპატიტის დიაგნოზს უსვამენ. საზოგადოების ნაწილი, ამ კონკრეტული დაავადების შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს და შესაბამისად, არც ის იციან, რომ დროული მკურნალობით მისი აღმოფხვრა შესაძლებელია. უფრო კონკრეტულად, რა პროცედურები ტარდება C ჰეპატიტთან საბრძოლველად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის – ეკა ადამიას ინტერვიუდან შეიტყობთ.

დღეს, რამდენად გახშირებულია ცეჰეპატიტი საქართველოში და ამ დაავადებით წელიწადში, საშუალოდ, რამდენი ადამიანი ავადდება?

– 2015 წელს, საქართველოში, პოპულისტური კვლევა ჩატარდა, რის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 5.5%  C ჰეპატიტით არის დაავადებული, ეს დაახლოებით  15 000 ადამიანია.

საქართველოში, სკრინინგულ კვლევებს რამდენად ხშირად იტარებენ?

– ჩვენს ქვეყანაში, საერთო ჯამში, სკრინინგულ კვლევას 500 000-მა ადამიანმა მიმართა.

.. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რას მოიცავს ?

 – C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს  უფასო სკრინინგს – დაავადების გამოვლენას (ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია) და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით, კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.

ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში  C ჰეპატიტით დაავადებულთა 90%-ის გამოვლენა და ამ პაციენტების 95%-ის განკურნება იგეგმება.

C ჰეპატიტი ორი კვლევით: სკრინინგითა და  კომფირმაციული კვლევით დგინდება. შეიძლება მხოლოდ სკრინინგულმა კვლევამ დაავადების ნიშნები არც აჩვენოს. ორივე კვლევა უფასოა და მოსახლეობას მათი ჩატარებისკენ მოვუწოდებთ.

ოკუპირებული რეგიონებიდან თუ არის მომართვიანობა და მკურნალობას თუ გადიან?

– ოკუპირებული ნეიტრალური მოწვევის რეგიონებიდან, პაციენტებს  მკურნალობა თავისუფლად შეუძლიათ, შესაბამისად, მომართვიანობაც სახეზეა.

 ჯანდაცვის სამინისტრო, ამ მხრივ, რაიმე სიახლის შემოთავაზებას ხომ არ გეგმავს?

– გეგმები ბევრი გვაქვს, მათ შორის მთავარი კი მკურნალობის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალის გაზრდააა. სამომავლოდ, თითო მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი C  ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტი მაინც იფუნქციონირებს. 

ნინო ზარიძე

(Visited 76 times, 1 visits today)

კომენტარები