თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კომპანია სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება, “გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”. მერი ასე გამოეხმაურა კომპანიის ადვოკატების მიმართვას, რომელიც მათ მერიაში შეიტანეს.
“არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, – განაცხადა კალაძემ.
სასამართლო დავების დასრულებამდე, სითი პარკი თბილისის მერიისგან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას დღეს დილით მიმართა.