სოციალურმა ქსელმა Facebook-მა რუსეთს 270-ზე მეტი გვერდი დაუბლოკა. ლაპარაკია რუსულ ორგანიზაცია Internet Research Agency-ზე. (IRA) ამის შესახებ ინფორმაცია მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა.

როგორც მან განმარტა Facebook-ის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მთელ მსოფლიოში არჩევნების დაცვასთან.

“ჩვენი ქმედებები IRA-ს წინააღმდეგაა მიმართული, რომ არჩევნების დროს უცხო ქვეყნის ჩარევის პრევენცია მოხდეს. ამიტომ გვერდების დახურვა შეეხო სწორედ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს. ეს რუსული ორგანიზაცია მოქმედებდა მოტყუებით და აშშ-ში, რუსეთსა და ევროპაში მცხოვრები ადამიანებით მანიპულირებდა, ამიტომ მათი ადგილი Facebook-ზე არაა. 2016 წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ IRA-მ შექმნა ასობით ყალბი ანგარიში, რათა განევრცო თავისი კონტენტი და ჩარეულიყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ გლობალურად დავიწყეთ მათი საქმიანობის გამოძიება და მათი გვერდები და ანგარიშები დავხურეთ,”- დაწერა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, ეს ორგანიზაცია ცდილბდა გავლენა მოეხდინა არ მარტო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ გერმანიასა და საფრანგეთში გამართულ არჩევნებზეც, ამიტომ მათი ყალბი ანგარიშები იქაც დაიხურა.

როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, ამ მიმართულებით Facebook-ში ახლა 15 ათასი ადამიანი მუშაობს, თუმცა ეს რიცხვი წლის ბოლომდე 20 ათასამდე გაიზრდება.

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები