მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ილაპარაკა. მისი თქმით, ამ მიმართულებით დინამიკა პოზიტიურია.
“საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედგად, 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო. 2018 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდა 5,5% შეადგინა. მსოფლიო ბანკმაც გაზარდა პროგნოზი. დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებელი მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორის არის საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილები. 2018 წელს ვფიქრობთ რომ გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის რომ განახორციელონ ინვესტიციები”, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.