ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაში 3,450-მდე კაშხლის დემონტაჟი განხორციელდა.
უკანასკნელ ოც წელში მრავალი შიდა არასამთავრობო თუ საერთაშორისო მოძრაობა დაარსდა კაშხლების წინააღმდეგ, ისინი გაფართოვდა და შესაბამისად, მრავალი წარმატებაც იქნა მიღწეული: ზოგიერთი კაშხლის მშენებლობა შეჩერდა, გარდა ამისა შეთავაზებულ იქნა და განხორციელდა ალტერნატიული წინადადება წყლის კონსერვაციის შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიაღწევა კაშხლების დემონტაჟია.
კაშხლები
მსოფლიოში 15 მეტრზე მეტი სიმაღლის 57 000-ზე მეტი დიდი კაშხალია. ყველაზე დიდი კაშხლები ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთშია აშენებული. მსოფლიოს უდიდესი კაშხლების სიმაღლე 250 მ-ს აღემატება, ხოლო მათი სიგანე რამოდენიმე კილომეტრსაც აღწევს. მსგავსი სიდიდის კაშხლების ასაშენებლად ათ წელზე მეტი და დიდი რაოდენობის თანხაა(მილიარდობით დოლარი) საჭირო.
ყველაზე დიდი რაოდენობის კაშხლები აგებულია ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. ამ მიზნით აშენებული კაშხლის რეზერვუარში დაგროვილი წყალი ტურბინების ასამუშავებლად გამოიყენება, რის შედეგადაც გამომუშავდება ელექტროენერგია.
მიღებული ელექტროენერგია ელექტროგადამცემი ხაზებისსაშუალებით დასახლებულ პუნქტებსა თუ ქარხნებში მიემართება. ტურბინებში წყლის გავლის შემდეგ წყალი კვლავ მდინარეს უბრუნდება.
როგორც წესი, კაშხლების მშენებლობას დიდი მოგება მოაქვს იმ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებისთვისაც, რომლებიც აპროექტებენ და აშენებენ მათ.
საერთაშორისო ორგანიზაცია AMBER-ისა და პლატფორმა Dam Removal Europe-ის ანგარიშის მიხედვით, დიდი კაშხლების მშენებლობით ყველაზე დიდი ზიანი ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებს ადგებათ. მილიონობით ადამიანი იძულებულია დატოვოს თავისი სახლ-კარი კაშხლების მშენებლობის გამო. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც,რომ ნაკლებია მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი. კაშხლების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობა იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს მათი მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. უფრო მეტიც, ხშირად მათ არ სმენიათ ისეთი უფლებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
სუფთა წყლის ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. ვინაიდან, წყალი შეიძლება დაბინძურდეს რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანებისა და ცხოველების დაავადება. მათი მშენებლობა ზეგავლენას ახდენს თევზჭერაზე, რადგან კაშხლის გამო, იცვლება წყლის დინება და ბრკოლდება თევზების გადაადგილება. წყლის დინების ცვლილება ასევე იწვევს მოსავლის ნიშვნელოვან შემცირებასაც ემცირებასაც. ხშირად ადგილი აქვს მდინარეთა ნაპირების ეროზიას. ასევე მცირდება მიღებული მოსავლის რაოდენობა, ხალხი კი, იძულებული ხდება გამოიყენოს ქიმიური სასუქი ნიადაგის გასამდიდრებლად.
ორგანიზაცია თავის ანგარიშში ასევე ეხება შეერთებულ შტატებში არსებულ სიტუაციას, სადაც 1916-2016 წლამდე მხოლოდ 1403 კაშხალის დემონტაჟია განხორციელებული.
ადამიანის უფლებათა დამცველი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელო წესები. ეს წესები შეიმუშავა კაშხლების მსოფლიო კომისიამ.
წესები ზოგიერთ ქვეყანაში ეროვნული კანონმდებლობის დონეზეა აღიარებული.
- წესების თანახმად, კაშხალი არ შეიძლება აშენდეს კაშხლის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის თანხმობის გარეშე.
- კაშხლების მშენებლებმა მოსახლეობასთან უნდა დადონ სამართლებრივი შეთანხმებები (ხელშეკრულებები) კომპენსაციების შესახებ.
- თუ კონტრაქტები არ შესრულდება, დაზარალებულ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება მშენებლების წინააღმდეგ აღძრას სარჩელი.
წყარო: damremoval.eu; weforum.org; greenalt.org
ნათია კეკენაძე