არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აბუ-დაბიში საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შეიხის მიერ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ახალი სასტუმროების მიმართულებით.

„შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა საქართველოში ინვესტიციების გაორმაგება ჯერ კიდევ გასულ წელს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე გამოსვლისას დააანონსა. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული საუბარი საქართველოში ახალი სასტუმროების მიმართულებებით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომლის ინვესტიციები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღწევს. შეიხის მსხვილ ინვესტიციებს შორისაა „ტერა ბანკი“ და სასტუმრო „ბილტმორი“.

 

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები