საერთაშორისო ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე” 12 აპრილს საზეიმო გალა კონცერტით გაიხსნება. წლევანდელი ფესტივალი სრულიად საქართველოს პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
მათივე ინფორმაციით, საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ქართველი შემსრულებლები. ცნობილი ტენორი- ქრისტიან ბენედიქტი, ცნობილი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი, სპეციალურად მოწვეული დირიჟორი ატილიო ტომაზელო, მასთან ერთად საქართველოში პირველად იანო ალიბეგაშვილი ”ბაროკო მუსიკას” წარმოადგენს.
ტრადიციულად ფესტივალზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის საქველმოქმედო პროექტები განხორციელდება.
ფესტივალის ფარგლებში მუსიკოსს დათო ევგენიძის საიუბილეო საღამოებიც გაიმართება.
ფესტივალი ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში იწყება და ამაღლების დღესასწაულზე მთავრდება.