საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამისფარგლებში, ემირატების ღირსშესანიშნაობები და მუზეუმი დაათვალიერეს.
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ დუბაიში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა “ბურჯი ხალიფა” და შენობის ყველაზე მაღალიწერტილიდან დუბაის ხედები დაათვალიერეს.
აბუ დაბიში კი, პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შეიხ ზაედის მეჩეთი მოინახულეს, რომელიც გამორჩეული არქიტექტურის მქონე, მრავალფუნქციური, 82 გუმბათიანი შენობაა და აერთიანებს ისლამური სამყაროს კულტურული მრავალფეროვნებით არქიტექტურისა დახელოვნების ისტორიულ და თანამედროვე ღირებულებებს.
შეიხ ზაიდი გრანდის მეჩეთის სასწავლო და კვლევითი ცენტრი საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტული მიმართულებით პროგრამებსახორციელებს. ჩრდილოეთ მინარეთში მდებარეობს ასევე, ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია კლასიკური წიგნები და იშვიათი პუბლიკაციები.
საქართველოს პრეზიდენტმა შეიხ ზაიდის მეჩთში საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა: – “აღფრთოვანებული ვარ გრანდიოზული,დახვეწილი და დიდი სიყვარულით ნაშენები თქვენი მშვენიერი სალოცავით. ეს მშვენიერი მეჩეთი ნათელი მაგალითია იმისა, რომთანამედროვეობაშიც შესაძლებელია შეიქმნას ეპოქალური არქიტექტურის ნიმუშები”.
კულტურული პროგრამის ფარგლებში, პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ აბუ დაბიში მდებარე მუზეუმი დაათვალიერეს, რომელშიც 30 წლიანიხელშეკრულების საფუძველზე, “ლუვრში” დაცული მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები იყო გამოფენილი.