2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

Woyoyo- ქართველების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2016 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და სულ მოკლე დროში შეძლო წარმატების მიღწევა. ბრენდს თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. Woyoyo-ს ჩანთები გადის პარიზში, იაპონიაში, დუბაიში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.“თბილისი თაიმსს“ ბრენდის კრეატიული დირექტორი ლიზი ჩიხრაძე ესაუბრა Woyoyo-ს წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

თქვენ შესახებ რომ გვიამბოთ, რას საქმიანობთ და საიდან გაგიჩნდათ ჩანთებისა და აქსესუარების  შექმნის იდეა?

ლეკო მელაშვილი არის woyoyo-ს წამყვანი დიზაინერი, ის ბავშობიდან ამ საქმით არის დაკავებული. პატარაობაში ჰობი იყო ქსოვა და ხელ-საქმე, შემდეგ კი ამას პროფესიული განვითარება მოჰყვა. წლებია ლეკო ამ სფეროშია და გადავწყვიტეთ ოჯახმა, ლიზი ჩიხრაძემ (კრეატიული დირექტორი) და ივანე ბერიძემ (გენერალური დირექტორი), ლეკოსთან ერთად გაგვეკეთებინა საქმე რომელიც ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა, ახალი და ლეკოსთვის ყველაზე საყვარელი. ლეკოს მიეცა შესაძლებლობა რომ თავისი კრიეტიული პროცესიდან შეექმნა რაც მას უნდოდა. როდესაც დადგა საკითხი რა მიმართულებით უნდა წასულიყო woyoyo, ლეკომ გაიხსენა ის დრო როდესაც ბებომ დააწყებინა ქსოვა, პირველი ჩხირის გასმა, დაბრუნდა იმ წლების სტილში და ასე შეიქმნა პირველი ჩანთები, რომლებსაც თუ გადახედავთ ფორმებით ამოიცნობთ რეტროს. ამის მიუხედავათ, ლეკომ შეძლო განევითარებინა ტექნოლოგია ძაფის და ხის სინთეზი. შეიქმნა მექანიზმები, რომლებსაც ვერ ნახავთ ასეთ სრულყოფილებამდე დაყვანილს როგორიც woyoyo-ს ჩანთებს აქვთ. თითოეული დეტალი უნიკალურია, ყველაფერი კეთდება ხელით, ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს. შეიქმნა ბრენდი, რომელიც ჰყვება ლეკო მალაშვილის ისტორიას.

როგორც ცნობილია პროდუქცია უცხოეთის ქვეყნებში გადის, რომელი ქვეყნებია და როგორ შეძელით უცხოეთის ბაზარზე თავის დამკვიდრება?

– 2016 წელს შეიქმნა ბრენდი, პირველი ნაბიჯი იყო Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, ორ სეზონში მივიღეთ მონაწილეობა ინსტალაციის სახით, ნამდვილად დიდი გამოხმაურება ქონდა. დავიბეჭდეთ City magazine-ში. უამრავი ადამიანი გვწერდა სოციალურ ქსელში, შევქმენით online მაღაზია და დაიწყო გაყიდვებიც. ამას მოყვა შემდეგი ნაბიჯები პარიზში, man and woman show-ზე საიდანაც მთლიანი კოლექცია ერთერთმა იაპონურმა სააგენტომ წაიღო.  ასევე იყიდება დუბაიში, რუსეთში აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის დაწყების დღიდან დღემდე?

– სიმართლე რომ ვთქვათ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, იქიდან გამომდინარე რომ სამივე დამფუძნებელი პროფესიონალები ვართ ჩვენს სფეროში, სწორი ნაბიჯებით მივდივართ წინ. ბაზარზე შესვლა არის რთული ზოგადად, ნებისმიერ საქმეში, მაგრამ ახალი ბრენდისთვის ვფიქრობთ, რომ ეს სირთულეებიც დავძლიეთ.

არის  თუ არა საქართველოში შესაძლებელი თქვენი ჩანთების შეძენა?

– პროდუქტიდან გამომდინარე ორიენტირებულები ვიყავით ქართული ხელნაკეთი ნივთები საზღვრებს გარეთ გაგვეტანა, ნელნელა საქართველოშიც ვიკიდებთ ფეხს. Woyoyo-ს აქსესუარების ნახვა შესაძლებელია ბათუმში new store georgia, თბილისში qisa, charden one concept store, გალერეა თბილისში Georgian Designer’s Corner და buyers.ge-ზე

რითი ხართ გამორჩეულები სხვებისგან?მთავარი განმასხვავებელი ნიშა

– იქიდან გამომდინარე რომ პროდუქტი არის შრომატევადი, ერთი ჩანთის შექმნას დაახლოებით 10 დღე სჭირდება, შესაბამისად ჩვენი ბრენდი მუშაობს ცოტა რაოდენობაზე და უმაღლეს ხარისხზე. გამოვირჩევით მასალით, ქსოვის ტექნოლოგიით და ინოვაციური ხის დამკეტი მექანიზმებით. ჩვენ გვაძლევს უნიკალურ პოზიციას ლეკოს ისტორია და მისი გამოცდილება.

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია მათი შეძენა?

– გამომდინარე იქიდან, რომ  უცხოურ ბაზარზე ხელნაკეთი ნივთები ძვირად ფასობს და ანიჭებენ ყურადღებას მაღალ ხარისხს, ფასებიც შესაბამისია. მაგრამ ვინაიდან დაინტერესება იყო ძალიან დიდი საქართველოდან, გადავწყვიტეთ მხოლოდ საქართველოს მაღაზიებში მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ხელმისაწვდომ ფასად.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რას გეგმავთ მომავალში?

– ჩვენი მიზანია განვითარება, ბევრ ქვეყანაში გავაცნოთ woyoyo, კიდევ ერთი სიტყვა ვთქვათ საქართველოზე.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 363 times, 1 visits today)

კომენტარები