ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სიახლეებია დაგეგმილი. განათლების მინისტრის მოადგილემ, ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღად-17 სექტემბერი დაანონსა და ასევე აღნიშნა რომ, მომდევნო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება. გიგაურმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ.
„ განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია, ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი – ნაკლები საშინაო დავალებებია, უფრო მეტად აქცენტი საკლასო და სასკოლო აქტივობებზე იქნება გადატანილი.
იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, განახლებული მიდგომებით, ასევე მეორეკლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, რაც ერთ-ერთი მიდგომაა, რომ ძალიან დამღლელი არ იყოს საგაკვეთილო პროცესი – ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ გვინდა მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად – დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად – ტვირთადქცეულ დავალებებზე, რომლებიც მოსწავლეს არაფერს აძლევს“ – განაცხადა ლია გიგაურმა.
ნინო ზარიძე