მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების თანახმად, შვეიცარიელი ბავშვები მთელს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ  ტელევიზორებს, სმარტფონებსა და ვიდეო თამაშებს.

კვლევის შედეგების თანახმად, ისინი ვიდეო თამაშებს საშუალოდ, კვირის განმავლობაში მხოლოდ სამ საათს თამაშობენ. ეს მონაცემები შედარებულია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ არასრულწლოვანებთან, სადაც კვლევების თანახმად, საშუალოდ, კვირის განმავლობაში არასწრულწლოვნები 7 სთ-ს უთმობენ ვიდეო თამაშებს.

საინტერესო შედეგებია სმარტფონების გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით. შვეიცარელი 13 წლამდე ბავშვების 30%-ს არასდროს გამოუყენებია სმარტფონი.13 წლამდე ბავშების უმეტესობა კი გასართობად სხვა ციფრულ საშუალებებზე მეტად პარკებსა და სკვერებში თამაშს  ამჯობინებს.

კვლევაში ცალკე გამოყოფილია მონაცემები,სადაც ასახულია ტელევიზორის ყურების სიხშირე. როგორც ჩანს შვეიცარიელი ბავშვები კვირაში საშუალოდ 5,5 სთ-ს უთმობენ სატელევიზიო გადაცემებისა და თუ ანიმაციური და მხატვრული ფილმების ყურებას. ბრიტანელი არასრულწლოვნები 13,5 სთ-ს უთმობენ ტელევიზორის ყურებას.

აღნიშნულ კვლევაში განხილულია სხვა დამატებითი გარემოებებიც,რომლებიც ტექნოლოგიებისა და არასრულწლოვნების კავშირის არასახარბიელო შედეგებზე გვესაუბრებიან. მაგალითისთვის, ვიდეო თამაშების მომხმარებელ ბავშვებში წონის მომატების მეტი რისკი ჩანს. ესპანელ არასრულწლოვანებთან ჩატარებული მონაცემები კვლევაში ამ თვალსაზრისით, ყველაზე საგანგაშოდ გამოიყურება, ვინაიდან, არასრულწლოვნების 70%-ს საძინებელ ოთახში ტელევიზორი აქვს, რაც 30%-ით ზრდის ამ ბავშვების გასუქების რისკს.

მეცნიერების თქმით, ტექნოლოგიური თუ სატრანსპორტო საშუალებების განვითარების პირობებში არასრულწლოვნებში წონის მომატების უფრო მეტი შანსია. წონის მომატება კი კვლევაში განხილულია,როგორც ვითარება,რომელმაც შესაძლოა სხვა დაავადებები განავითაროს არასრულწლოვნებში.

ამიტომ მეცნიერების  მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებს დღეში 2-3 სთ აქტიური თამაშის საშუალება და შესაძლებლობა მისცენ. სხვადასხვა აქტივობებით ისინი ვესტიბულარული და ტაქტილური სისტემების სტიმულაციას მოახდენენ. ისინი ხელს უწყობენ ორმხრივი კოორდინაციისა თუ სხვადასხვა სტიმულების ნორმალურ განვითარებას.

წყარო: weforum.org

ნათია კეკენაძე

(Visited 99 times, 2 visits today)

კომენტარები