გეზ-ების გაუქმება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაფორმების ეკონომიკური ზონები (გეზი) არის ძალიან მარტივი ურთიერთობების ფორმა მებაჟესა და იმპორტიორს, ან ექსპორტიორს შორის.
“საბაჟო კანონმდებლობიდან ბევრი დებულება ფინანსთა მინისტრის კომპეტენციაში არის გადასული. ეს არის არასწორი, არ შეიძლება ფინანსთა მინისტრი აწესებდეს რეგულაციებს, ამას უნდა აწესებდეს პარლამენტი. არსებობს ორი ვარიანტი, ეს ყველაფერი დავაბრუნოთ საგადასახადო კოდექსში, სადაც ახლაა, მაგრამ იმდენად ბევრი ცვლილების შეტანა მოგვიწევს, ამას ჯობია დავწეროთ ახალი საბაჟო კოდექსი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
25.09.13