ქ.პეზარო – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში 11-დან 18 აპრილამდე, მარკეს რეგიონის ქ.პეზაროში,ქართული კულტურის დღეები იმართება, რომლის ორგანიზატორები იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, პეზაროს საერთაშორისო საოპეროაკადემია და პეზაროს მერია არიან.
ქართული კულტურის დღეები რადენიმე ღონისძიებას მოიცავს. კერძოდ, 11 აპრილს კულტურის კვირეული ქართველი მხატვრების სოფო ბერძენიშვილის, ლიკარუსაძისა და მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევრებით გაიხსნება. 12-14 აპრილს ფრანკო კორელის აუდიტორიუმში გაიმართება ქართული ფოლკლორისადმიმიძღვნილი ღონისძიებები, რომელსაც “თუშური ბრენდი” წარმოადგენს.
15 აპრილს პეზაროს ექპერიმენტულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები”, რომლის დაწყებამდე გაიმართება მცირეკონფერენცია საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ.
კულტურის დღეები, 18 აპრილს, როსინის სახელობის საოპერო თეატრში, გალა კონცერტით “ვივა როსინი” დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენქართული ოპერის ვარსვკვლავები – სოპრანო ნინო ლეჟავა, მეცო სოპრანო ნინო სრუგულაძე, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გევლესიანი. მათაკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს.
კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, დაგეგმილია, ელჩის კახა სიხარულიძის ოფიციალური შეხვედრები ქალაქის მთავრობასა დასამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.