ურეკი და ქობულეთი შესაძლოა ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს. ინფორმაციას Allnews-ი ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეგმის თანახმად, მოსაზღვრე ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიაზე გრძელდება, როგორც არტერიული ქუჩა.

ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის განვითარების პარალელურად, აღნიშნული ქუჩა შესაძლებელია, გახდეს ქობულეთსა და ურეკს შორის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო ქუჩა, რამაც შესაძლებელია, შექმნას წინაპირობა მასზე ტრამვაის განვითარებისა.

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიასა და წვერმაღალას შორის კი სავარაუდოდ განვითარდება საბაგრო გზა.

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა ტერიტორიაზე. ეს არის საკურორტო ზონა, რომელიც ჯამში 1538 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს.

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები