საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველ ვიცეპრეზიდენტ ნავალ ელ მუტავაკელს შორის შეხვედრა გაიმართა.
ნავალ ელ მუტავაკელმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიზნებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, წელს მთის კურორტების განვითარების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით, საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალური ჯგუფის გამოგზავნა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი, კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს ორი დღით სტუმრობს. დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია წარმოადგინოს მაროკო, როგორც 2026 წლის ფიფა-ს მსოფლიო თასის მასპინძლობის პრეტენდენტი ქვეყანა.