1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

ლონდონის წმინდა მერის უნივერსიტეტის პროფესორების კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებში იმატებს იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც  არ არიან რელიგიურები. კვლევაში ჩართული იყო ევროპის 22 ქვეყნის 16-დან -29 წლამდე ახალგაზრდები. კვლევის შედეგების თანახმად გამოჩნდა,რომ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლებად რელიგიური ახალგაზრდები ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ.

კითხვაზე, არიან თუ არა ისინი რელიგიურები? ჩეხეთის რესპუბლიკის ახალგაზრდების 91%-მა  თქვა, რომ ისინი არ აღიარებენ რელიგიას. ყველაზე ნაკლებად რელიგიური ახალგაზრდები ევროპის შემდეგ ათ ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩეხეთის რესპუბლიკა – 91%, ესტონეთი – 80%, შვედეთი- 75%. დიდ ბრიტანეთის ახალგაზრდეის 70% თვლის,რომ არ აქვთ რელიგია, მხოლოდ 7% აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ანგლიკანურ ეკლესიასთან. უნგრეთში 67%, ბელგიაში 65%, საფრანგეთში 64%, ხოლო დანიასა და ფინეთში 60%.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პოლონეთშია, სადაც მხოლოდ 17%ია არარელიგიური, 25%-იანი მაჩვენებელია ლიტვაში.

კვლევაში ასახულია ახალგაზრდების ის ნაწილი,რომელიც აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს, რომელიმე რელიგიას, თუმცა აქტიურად არ არის ჩართული რელიგიურ მსახურებებში. პოლონელი ახალგაზრდების 47% კვირაში მხოლოდ ერთხელ ესწრება ლიტურგიას, ბელგიაში ასეთი ახალგაზრდების რიცხვი 2%-ია. პორტუგალიელი და ირლანდიელი  ახალგაზრდების 10% კვირაში რამდენჯერმე ესწრება რელიგიურ მსახურებას.

საინტერესოა, რამდენად გაიზრდება სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლების რაოდენობა 2050 წლამდე,  ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის Pew Research Center- ის პროგნოზებით, 2050 წლისთვის  ქრისტიანი მოსახლეობის რიცხვი 2,92 მილიარდი გახდება, ხოლო მუსლიმი ადამიანების რიცხვი 2,76 მილიარდი. იმ მოსახლეობის რაოდენობა,რომელიც არცერთ რელიგიასთან არ აიგივებს საკუთარ თავს 1,23 მილიარდი გახდება. ინდუსების რიცხვი 1,03 მილიარდიდან 1,38 მილიარდი გახდება. რაც შეეხება ბუდისტებს რიცხვი პროგნოზებში თანაბარია, ისევე როგორც სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობების.

კვლევა იხილეთ ბმულზე: www.stmarys.ac.uk

ნათია კეკენაძე

 

(Visited 119 times, 1 visits today)

კომენტარები