„ჩირიფრუტი“ ტყლაპისა და ჩირის ოჯახური ბიზნესია,  რომელიც ოთხი წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანიას თბილისში აქვს მცირე ზომის საწარმო, სადაც ხდება ხილის გამოშრობა და შეფუთვა. „თბილისი თაიმსთან“ საუბრისა ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი  სოფიო ჯიქია ახალი პროდუქციის შესახებ საუბრობს.

როგორც ჯიქია აღნიშნავს, მიმდინარე წლის ზაფხულში  კომპანია მწნილის ჩიფსებს გამოუშვებს, ხოლო ამ ეტაპზე სხვადასხვა დეტალის დაზუსტება მიმდინარეობს.

„ჩირიფრუტს“ გაყიდვები 2018 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაეზადა.

ახალი ობიექტი გალერია თბილისში გავხსენით, ასევე ახლადგახსნილ სასტუმრო  MOXY-ში შევედით, ხოლო უახლოეს მომავალში დაახლოებით ერთ თვეში პროდუქციას ჰიპერმარკეტების ქსელ კარფურში შევიტანთ“, – განმარტა ჯიქიამ

როგორც სოფო ჯიქია კონკურენციაზე საუბრისას აცხადებს, „კონკურენცია გაფხიზლებს, შემდგომ ცდილობ ყველაფერი სხვანაირად დაგეგმო და წარმოაჩინო. პროდუქციის წარმოებას ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ის ყველასგან გამორჩეული უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით საქართველოში კონკურენცია არ არის, უბრალოდ არსებობს ჩირის დამზადების სხვადასხვა მიმართულება“, – განაცხადა „ჩირიფრუტის დამფუძნებელმა.

თბილისის მასშტაბით ჩირიფრუტის  პროდუქციის შეძენა შესაძლებელია რამდენიმე მაღაზიასა და კაფეში, ასევე „გალერეა თბილისში“  და მათს საწარმოში.

მარიამ ლეკიაშვილი

 

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები