საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ წაიკითხა.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჩვენს შვილებს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციების მონაწილეებს  და გთხოვთ, დაიშალოთ, რათა უნებურად არ გახდეთ ძალადობისა და ვითარების ესკალაციის მიზეზი.

თქვენს მიერ განხორციელებული ეს ქმედება იქნება არა თქვენი პოზიციის უარყოფა, არამედ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მშვიდობისათვის.

ჩვენი მხრივ მზად ვართ, თქვენთან ერთად ჩავებათ დიალოგში და თქვენთან ერთად ჩავებათ დიალოგში და თქვენთან ერთად განვიხილოთ საკითხები საჯარო სივრცეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

(Visited 99 times, 1 visits today)

კომენტარები