ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

მიხეილ ხიდურელი სააგენტოს ხელმძღვანელად დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა, რომელიც აპრილის დასაწყისში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

მან ასევე ილაპარაკა სააგენტოს სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე. ახალი ხელმძღვანელის თქმით ყურადღება დაეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას.

მიხეილ ხიდურელს განათლება ლონდონში, ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით აქვს მიღებული. მას 2016 წლიდან პარტნიორებთან ერთად საქართველოში საკონსულტაციო კომპანია ჰქონდა დაფუძნებული, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესსექტორს აქტიურად ეხმარებოდა.

„აწარმოე საქართველოს“ დირექტორი აქამდე მარიანა მორგოშია იყო.

გაზიარება