1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა –  მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში, ამოცანა არის ის, რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, ზოგადად, ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა ინტენსიურად გრძელდება და უმრავლესობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არსებობს პოზიციების შეჯერების რესურსი.

“ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით. მართალია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა გუნდის წევრებს შორის, უმრავლესობის წევრებს შორის, თუმცა არსებობს, ასევე, რესურსი იმისათვის, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ გვინდა, რომ თვის ბოლომდე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უკვე მოვამზადოთ კანონპროექტი, დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, რაც გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ სესიის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ უკვე კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების შემცირება და ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკის გატარებაა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტი ამ პრინციპებს დაეფუძნება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ზოგადი პრინციპები. მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკომოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში. ამოცანა არის ის, რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, ზოგადად, ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაუფუძნება კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს ჩვენს მიერ. კიდევ ერთხელ, არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ასევე არსებობს პოზიციების შეჯერების რესურსი და ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მარიხუანის ლეგალიზებას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ესეც ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე უნდა გაიმართოს მსჯელობა და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

„ესეც არის ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. დღეს არ იქნება სწორი რაიმე პოზიციის დაფიქსირება ერთი ან მეორე მიმართულებით. ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ​

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები