მწერალთა სახლის ორგანიზებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალი 14 მაისიდან 19 მაისამდე გრძელდება, რომლის ფარგლებშიც თბილისს 21 ქვეყნიდან 24 ავტორი ეწვევა.

ორგანიზატორთა ცნობით, მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, პროზაიკოსები და საბავშვო მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.

თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ისე – კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ავსტრიულ ბიბლიოთეკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში.

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები