პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, მთავრობა, ფართო ჩართულობით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
ამ მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 14:00 საათზე, პრემიერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თბილისის მერი მიიღებენ მონაწილეობას.
საუბარია კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.
დოკუმენტი ხელისუფლების ყველა შტოსა და საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების და კერძო სექტორის ფართო ჩართულობით შემუშავდება და მის აღსრულებაში ყველა შესაბამისი რგოლი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.