„აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა ფრანგული კომპანიის „Koobi“ დამფუძნებელს, ბატონ ალან არნოს უმასპინძლეს, რომელიც ქართული სათამაშოების კომპანიის „ჯეოთოიზ“ პარტნიორი და დამკვეთი გახდა.

ფრანგი პარტნიორის და დამკვეთის ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ადგილობრივი პოტენციალის გაცნობას და ამასთანავე, ქართული კომპანიის საწარმოს დათვალიერებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართული სათამაშოების მწარმოებელი კომპანია საკუთარ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს  ევროკავშირის ბაზარზე.

აღნიშნულ წარმატებას ქართულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ ჯეოთოიზსააგენტოსაწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით, ერთერთ ყველაზე მასშტაბურ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე – „Spielwarenmesse 2018” მიაღწია, რომელიც 2018 წლის 31 იანვარიდან – 4 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ ჯეოთოი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს.

„მოთხოვნა ადგილობრივ თუ საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ დიდია. ქართული წარმოების ხის სათამაშოები ხარისხიან იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით 20-30%-ით იაფია.

სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საწარმო 2015 წლის შემოდგომაზე დაფუძნდა. დასაწყისში მასში 35 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ,,ჯეო თოიზთბილისში მდებარეობს.

მარიამ ლეკიაშვილი

გაზიარება