1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა სპორტულ აქტივობებში ჩართული ადამიანების გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე უმნიშვნელოვანესია, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება და ამ მიმართულებით, პროექტები კიდევ უფრო  გაძლიერდება.

მინისტრის თქმით, ჩვენი შვილების სრულფასოვანი და ჰარმონიული აღზრდა, თეორიული ცოდნის დაუფლებასთან და ინტელექტუალური უნარების დახვეწასთან ერთად, მათ ფიზიკურ განვითარებას და  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც გულისხმობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მთავრობის მეთაურის მოწოდება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ქვეყანის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს.

შესაბამისად, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით, სამინისტროს აქტივობა  გაიზრდება და სკოლებში ფიზიკური აღზრდა, კიდევ უფრო გაძლიერდება, მოხდება მოზარდთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება, რადგან ბავშვების მთელი ენერგია სწავლაში, შემოქმედებით აქტივობებში და სპორტში უნდა იხარჯებოდეს.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია განათლებისა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ფართომასშტაბიანი  კამპანია სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა მოსწავლეს აქვს.

ამასთანავე, გაორმაგდა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნულ დონეზე ჩაატარებს და მოიცავს მთელ საქართველოს. მასობრივ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვება 1700-ზე მეტი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის 100 000-ზე მეტი მოსწავლე. სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით შედგება 8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი. ადგილობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

სკოლებს შორის, მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი შეჯიბრებების ორგანიზება განხორციელდება 9 სახეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში, კერძოდ: მხიარული სტარტები, სპორტულ-შემეცნებითი თამაშები, მინი ფეხბურთი (ფუტზალი), კალათბურთი (3×3), ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი და მძლეოსნობა (გეზრბენი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობით, სპორტული და გასართობი აქტივობებით კიდევ უფრო დაიტვირთება სკოლებში ლაშქრობებისა და ექსკურსიების პროექტი, რომელიც  წარმატებით ხორციელდება და უწყვეტად გაგრძელდება როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის.

 

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები